დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის პირობებში კონდინციონერებზე ახალი გაიდლაინები არსებობს. მისივე თქმით, ავტობუსებში კონდინციონერის ჩართვა შესაძლებელია. იმ შემთხვევაში თუ ავტობუსებში კონდიციონერი ჩართული იქნება, ფანჯრები ღია უნდა იყოს და თუ შესაძლებელია მოქალაქეებს პირბადე უნდა ეკეთოთ.
„კონდინციონერებზე ახალი გაიდლაინია და ალბათ, ყველა ამ გაიდლაინს უნდა მივყვეთ. უნდა იყოს ავტობუსების ფანჯრები ღია, თუ ეს შესაძლებელია კონდიცირება ჩართული და ადამიანებს უნდა ეკეთოთ ნიღაბი” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში ვირუსის 963 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 841 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.