ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

“ამ კანონპროექტის წარდგენა საზოგადოებისთვის ნიშნავს, დამოკლეს მახვილს ამ მთავრობისთვის” – ნინო ზაუტაშვილი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის განცხადებით, იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც კომუნიკაციების კომისიას დამატებით ფუნქციები ანიჭებს, “ქართული ოცნების” დასასრულის დასაწყისი იქნება. მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში მედია გააჩუმოს. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” განაცხადა.

“ყველა მთავრობა რატომღაც ძალიან აქტიურად ცდილობს, რომ მედია გააჩუმოს. ერთმა ადამიანმა ერთ-ერთ ტელეარხზე თქვა, რომ იქ დაიწყო შევარდნაძის მთავრობის დასასრული, როცა ტყავისქურთუკიანი ადამიანები “რუსთავი 2”-ზე შევიდნენ, შემდეგ “იმედზე,” როდესაც მოხდა თავდასხმა და ახლა, – ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობა და მისი წარდგენა საზოგადოებისთვის, უკვე თავისთავად ნიშნავს, დამოკლეს მახვილს ამ მთავრობისთვისაც, იმიტომ, რომ, არ გამოვა” – თქვა ზაუტაშვილმა.

ცნობისთვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას

იტვირთბა....