“საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, თუ როგორ ხდება საზღვრებზე მონიტორინგი და გამოვლენა ყველა შემთხვევის. აქედან გამომდინარე, მოლოდინი კვლავ არის ისეთი, რომ ჩვენ პროცესი გვექნება სრულად კონტროლზე აყვანილი და ეს არ იქნება საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არ გვექნება მასობრივი შიდა გადაცემები, აქედან გამომდინარე, მივიღეთ ჩვენ სწორედ ის გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ ქვეყნებთან გვექნება ყველანაირად უპირობო მიმოსვლა.”
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საზღვრის გახსნა უსაფრთხოების ზომების დაცვით უნდა მოხდეს და საქართველომ მოგზაურებს ე.წ. კოვიდ პასპორტი უნდა მოსთხოვოს.