მთავარი ციტატა

“ფოტოების ნახვის შემდეგ შემიძლია ვთქვა, ცხედარი არ ჰგავს 4 დღით წყალში ნამყოფს” – ადვოკატი

“ფოტოების ნახვის შემდეგ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ცხედარი არ ჰგავს 4 დღით წყალში ნამყოფს”

გიორგი ყიფშიძე, შაქაქარშვილის საქმეზე მოჭიდავე გიორგი ტატიაშვილის ადვოკატი

“მთავარი”

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, კიდევ ერთხელ დარწმუნდა ოჯახი მის მიერ არჩეული გზის სისწორეში, “რომლითაც არ მისცა საშულება ათასი ჯურის ავანტიურისტს ბავშვის გარდაცვალება გადაექცია პოლიტიკურ სკანდალად და სანახაობად.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 

იტვირთბა....