ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

გლდანის მერვე მიკრორაიონის N17 კორპუსში წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება

გლდანის რაონის გამგეობის  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება. მათ შორის, მერვე მიკრორაიონის N17 კორპუსში წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები დაახლოებით, 460 გრძივ  მეტრზე, ათივე სადარბაზოში ხორციელდება.

პროექტს გამგეობა 100 %-ით აფინანსებს და  ბიუჯეტიდან 122 280 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული პროგრამით წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია   კიდევ ექვს  მისამართზე უტარდება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან  ერთად   გაეცნო.

 

 

 

 

 

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....