aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩემთვის აუხსნელია, რატომ უნდა ებრძოდეს ხმალამოღებული გარდაცვლილის ბიძა იმათ, ვინც თუნდაც არასწორად, სპეკულაციურად, პოლიტიკური ინტერესით, მაგრამ მაინც ჭირისუფლის მხარეზეა…” – ხუხაშილი შაქარაშვილის ბიძაზე

“ჩემთვის აუხსნელია, რატომ უნდა ებრძოდეს ხმალამოღებული გარდაცვლილის ბიძა იმათ, ვინც თუნდაც არასწორად, სპეკულაციურად, პოლიტიკური ინტერესით, მაგრამ მაინც ჭირისუფლის მხარეზეა. შეიძლება პარადოქსად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ამ დროს სპეკულაციაც კი სიმართლის დადგენის ინტერესზე მუშაობს, რადგან მამაძაღლობის შანსს არ უტოვებს სისტემას. ბატონო ბიძა, შეიძლება ბევრ შეფასებაში დაგთანხმდებოდით კიდევაც, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ პირველ რიგში ჭირისუფალი ხართ და მხოლოდ მერე ყველაფერი სხვა…”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი

აღნიშნული განცხადება ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, კიდევ ერთხელ დარწმუნდა ოჯახი მის მიერ არჩეული გზის სისწორეში, “რომლითაც არ მისცა საშულება ათასი ჯურის ავანტიურისტს ბავშვის გარდაცვალება გადაექცია პოლიტიკურ სკანდალად და სანახაობად.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....