ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მარჯვენა ხელის მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობები – ტუჩზე, შუბლის მარჯვენა მხარეს და წელზე” – რა დაზიანებები აღენიშნებოდა შაქარაშვილის ცხედარს

გიორგი შაქარაშვილის ცხედარს აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ მარჯვენა ხელის მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობები – ტუჩზე, შუბლის მარჯვენა მხარეს და წელზე. ნაპოვნია ფეხშიშველი. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

ირკვევა, რომ ცხედარი მდინარე არაგვში ფეხშიშველ მდგომარეობაშია ნაპოვნი.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გაჟღერდა ვერსია, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელი ცაციაა და დაკავებულთა შორის ცაცია მორაგბე არჩილ გაგნიძეა.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....