პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” კახეთის ორგანიზაციის წევრებმა, დატოვეს.
ეს გადაწყვეტილება რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა 4 თანამოაზრესთან ერთად მიიღო.
როგორც ვასილ კობიაშვილი აცხადებს, მათთვის მიუღებელია ორგანიზაციის ახალი გეგმები და საკადრო გადაწყვეტილებები.
მისივე თქმით, არსებული მდგომარეობა ასცდა იმ ღირებულებებს, რისთვისაც ისინი “ლელოს” გუნდში იყვნენ.