ამის ძმაკაცი დადიოდა ქალებს ავიწროვებდა – სანამ არ გაიგო, რომ მედია ხეთქავს ამბავს, ხმა არ ამოიღო – აღნიშნული განცხადება “ტაბულას” დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელის ბაია პატარაიას მისამართით სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ჩერგოლეიშვილი აცხადებს, ამ ხალხს ობიექტური ვითარება კი არ აწუხებთ – თვითონ, თავისთვის უნდათ კრიტიკის მიღმა მდგომი პატრიარქობაც და “ტოქსიკური მასკულინობაც” და უბრალოდ მაგას ებღაუჭებიან კომიკურად.
“ამ ქალს ბოლოს საკუთარი არარეალიზებული ეგო გაგუდავს. მიშა სააკაშვილის “მემემემემე” -ს ვთვლი კომიკურად. ოღონდ, ის იმაზე მაინც ყვირის მე-ს რაც გუნდთან ერთად გააკეთა და აღმაშენებლობას იჩემებს. ეს მკვლელობას აბრალებს ჟურნალისტებს იმიტომ რომ “დიად ბაიას” არ დაუჯერეს. გუშინ ვიღაც კვოტა ფემინისტი მომახტა, სანამ მახსენებ, პირი გამოირეცხეო. ამ ხალხს ობიექტური ვითარება კი არ აწუხებთ – თვითონ, თავისთვის უნდათ კრიტიკის მიღმა მდგომი პატრიარქობაც და “ტოქსიკური მასკულინობაც” და უბრალოდ მაგას ებღაუჭებიან კომიკურად. პირველყოფილ თემურ წყობილებაში არიან. მემემემემემეემემემემემემემე ამის ძმაკაცი დადიოდა ქალებს ავიწროვებდა – სანამ არ გაიგო, რომ მედია ხეთქავს ამბავს, ხმა არ ამოიღო. ახლა დგას და უდანაშაულო ხალხს ტენის მკვლელობას.
ეს თავხედი ჰიპოკრიტი
ვის რა უნდა ასწავლოს ამ ჩლუნგმა” – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, ბაია პატარაიამ “ტაბულას” მიერ გამოქვეყნებული ნიუსი გააზიარა, სადაც საუბარია სურამში მეუღლის მიერ მოკლული ცოლის შესახებ. პატარაია წერს: “გითხარით მე, არასწორად გაშუქებული წინა შემთხვევის გამო ისევ მალევე იქნება მეორე ფემიციდი თქო და არავინ დამიჯერა… აი, რაღა ვქნა, რომ ჟურნალისტებს ფემიციდის გაშუქება ვასწავლო?! რანაირად გამოვგლიჯო პირიდან მორიგი სენსაცია?!. დამატება: ზოგს ჰგონია, რომ ამ კონკრეტულ ნიუსს ვაკრიტიკებ, პირიქით, პრობლემური სპეციალურად არ გავაზიარე, თორემ შემხვდა ისიც. ეს ფაქტად გავაზიარე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტაბულას არ ვაკრიტიკებ. ისედაც, პრობლემა ტელევიზიებში უფროა, ვიდრე ინტერნეტ მედიაში.”