ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მახარაძესა და ჟვანიაზე – დამადასტურებელი ან გამომრიცხავი არც ვიდეო იძებნება და არც სხვა რამ მტკიცებულბა. ველით პასუხს…” – გვარამია საგამოძიებო ორგანოების პასუხს ელოდება

“დილიდან ველოდებით საგამოძიებო ორგანოების პასუხს, დაკავებულ სპორტსმენთაგან ვინ არის ცაცია. შეგახსენეთ, ცაციობის ალბათობის ვიდეო მტკიცებულება ჩვენ მოვიპოვეთ არჩილ გაგნიძეზე. რაც შეეხება მახარაძესა და ჟვანიას – მათზე ამის დამადასტურებელი ან გამომრიცხავი არც ვიდეო იძებნება და არც სხვა რამ მტკიცებულბა. ველით პასუხს. იმედია ცაციობის დადგენას სამკვირიანი ექსპერტიზა სჭირდებაო, პასუხად არ გვეტყვიან.”

ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

აღნიშნული განცხადება გვარამიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გაჟღერდა ვერსია, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელი ცაციაა და დაკავებულთა შორის ცაცია მორაგბე არჩილ გაგნიძეა.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....