მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 953 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 830-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3828  მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –192.

იტვირთბა....