ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შაქარაშვილის მკვლელი არის ცაცია და ცაცია არჩილ გაგნიძეა” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გაჟღერდა ვერსია, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელი ცაციაა და დაკავებულთა შორის ცაცია მორაგბე არჩილ გაგნიძეა.

გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში შესაბამის უწყებას მოუწოდა, გამოიკვლიოს, გაგნიძის გარდა, დაკავებულთა შორის კიდევ თუ არის ვინმე ცაცია.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ მკვლელი არის ცაცია და როგორც გამოვიკვლიეთ, ცაცია არის არჩილ გაგნიძე. თუ სხვაც არის ცაცია, გამოიკვლიეთ ისინიც. არ ვაბრალებთ გაგნიძეს მკვლელობას, ჩვენ გამოვთქვამთ ვარაუდებს” – აღნიშნა გვარამიამ ეთერში.

ცნობისათვის, 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ 17 პირი დააკავა.

 

იტვირთბა....