ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შესაძლოა არაგვის პირზე მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა, რის შედეგადაც ბავშვი აღმოჩნდა მდინარის კალაპოტში” – შაქარაშვილის ბიძა

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი წყლით დახრჩობაა, თუმცა, მანამდე მასთან მიმართებაში გარკვეულ მოვლენებს ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ მან “შაბათის” ფორმულაში” განაცხადა.

“გარდაცვალების მიზეზი არის წყლით დახრჩობა. იმხელა ნაპირი აქვს მდინარე არაგვს, რომც დაგორდე, მექანიკურად შენ მდინარეში ვერ აღმოჩნდები. შესაბამისად ივარაუდება, რომ ბავშვთან მიმართებაში ხდება რაღაც მოვლენები.

შეუძლებელია გიორგის ჩაჰყოლოდნენ ბოლომდე ამ ფერდობზე. შესაძლოა თვით არაგვის პირზე მოხდა ან ფიზიკური შეხლა-შემოხლა ან ნებისმიერი სახის კონფლიქტი, რის შედეგადაც ბავშვი აღმოჩნდა მდინარის კალაპოტში” – განაცხადა მირინა ნიკოლაძემ.

ცნობისათვის, 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ 17 პირი დააკავა.

 

იტვირთბა....