მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის სოფელ იდლიანის მიმდებარედ, მთის ფერდობზე ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ცეცხლის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდება.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მონიტორინგი განხორციელდება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ინტერპრესიუსს” განუცხადეს.
ხანძარი მესტიაში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ადგილზე 20 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.