ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: კოვიდ-19-ის გავრცელების მხრივ მძიმე ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

ბოლო დღე-ღამეში 212 326 კოვიდინფიცირების ფაქტი დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა. პანდემიის ძირითად კერებს კვლავ აშშ, ბრაზილია და რუსეთი წარმოადგენს. ასევე, ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა ინდოეთში, ქვეყანაში გასული დღე-ღამის მანძილზე კოვიდ-19 24 850 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 000-ს მიაღწია, ინდოეთი ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.

კოვიდ-19-ის გავრცელების მხრივ მძიმე ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. ყველზე მეტი შემთხვევა ამ დროისთვის რუსეთში ფიქსირდება. ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 6 736 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 134 ადამიანი კი გარდაიცვალა. უკიდურესად მძიმდება სიტუაცია სომხეთში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 706 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 7 პაციენტი. კოვიდინფიცირების ყოველდღიურად ასობით შემთხვევა, შესაძლოა სომხეთისთვის სავალალო აღმოჩნდეს, რასაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც არ უარყოფს.

ვირუსით გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ირანში. გასული დღე ღამის განმავლობაში პანდემიას 163 პაციენტი ემსხვერპლა, ეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეპიდემიოლგიური ვითარების კვლავ გაუარესების გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა დღეიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბების ტარება კვლავ სავალდებულოდ გამოაცხადა.

 

იტვირთბა....