ფოტოგრაფის მხსნელი, – ვინ განარიდა სიტუაციას და ვინ წამოიყვანა მცხეთიდან თეთრი ფერის “შკოდით” ფოტოგრაფი? – სანდო წყარო ტელეკომპანია “მთავარს” ინფორმაციას აწვდის, რომ ეს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილია, სწორედ იმ განყოფილების, სადაც საქმეს იძიებენ. ამის შესახებ “პოსტ ფაქტუმში” საუბრობენ.
“ლოგიკურია რატომ არ ფიგურირებს ფოტოგრაფის წამოყვანის საქმეში ის, რადგან ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესიუსის” ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ ინციდენტის ადგილას მისულ პოლიციას ყველაფერი მოუყვა” – საუბარია გადაცემა “პოსტ ფაქტუმში.”
ცნობისათვის, 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ 17 პირი დააკავა.