ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გიორგობიანმა, როგორც ჩინოვნიკმა, გააკეთა კონკრეტული გზავნილი, რომ ჩემი ნათესავი არის დაზარალებული და მისი სტატუსი არ შეიცვლება” – ზვიად კუპრავა

სამოქალაქო აქტივისტის ზვიად კუპრავას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის, ნინო გიორგობიანის ფაქტორი გიორგი შაქარაშვილის საქმეში მნიშვნელოვანია. მისი თქმით, სერიოზულ კითხვებს იწვევს ის ფაქტი, რომ გიორგობიანმა აქამდე, საქმეში ერთ-ერთ მოწმესთან, ნათესაური კავშირის შესახებ არ განაცხადა. ამის თაობაზე კუპრავა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

“ქალბატონი ნინო გიორგობიანია ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნათესაური კავშირი, რა თქმა უნდა, დანაშაული არ არის, მაგრამ მთავარი კითხვა, რატომ მალავდა ქალბატონი გიორგობიანი ამხდენი ხნის განმავლობაში, რომ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე არის მისი ნათესავი.

მან ძალიან მკაფიოდ გააკეთა განცხადება, რომ მოწმე ფოტოგრაფი, მისი ნათესავი, არის დაზარალებული და მისი სტატუსი არ შეიცვლება. ქალბატონმა გიორგობიანმა, როგორც ჩინოვნიკმა, გააკეთა კონკრეტული გზავნილი, რომ ჩემი ნათესავი არის დაზარალებული და მისი სტატუსი არ შეიცვლება. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მოწმესთან მიმართებაში, შეუტყობინებლობის და ფალსიფიკაციის ნაწილში.

ორი ვერსიაა, – ან მიაწოდა ინფორმაცია ან არ მიაწოდა. თუ მიაწოდა აქ იკვეთება უკვე პოლიციელების გუკლგრილობის საკითხი” – აღნიშნა კუპრავამ.

ცნობისათვის, ნინო გიორგობიანმა დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე ფოტოგრაფი მისი ნათესავია. ამის შესახებ გიორგობიანმა |”ფეისბუქგვერდზე” დაწერა.

იტვირთბა....