ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საზღვრები მაშინ გაიხსნება, როცა უსაფრთხოების გარანტიები გვექნება” – იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ვირუსთან ბრძოლაში ქვეყანა წარმატებით სვლას განაგრძობს და გადაწყვეტილებებიც თანამიმდევრული იქნება.

“ევროპული საქართველო” მთავრობას მოუწოდებს, თურქეთთან საზღვარი გახსნას, რადგან დასავლეთ საქართველოში უმრავი ადამიანი, რომელიც თურქეთში სეზონურად მუშაობს, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, საზღვრები მაშინ გაიხსნება, როდესაც უსაფრთხოების გარანტია ექნება საქართველოს.

“ბევრ ჩვენს მეგობარ ქვეყანაშიც საკმაოდ დამძიმდა მდგომარეობა. ჩვენ ვაგრძელებთ შევინარჩუნოთ ეს ტემპი. საზღვრები გაიხსნება მაშინ, როდესაც გვექნება უსაფრთხოების გარანტიები,”- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

იტვირთბა....