თბილისში ანა დოლიძის დედის საცხოვრებელი სახლი გაქურდეს – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
არსებული ცნობით, მძარცველებმა საცხოვრებელი სახლიდან პენსიონერის კუთვნილი ძვირადღირებული ნივთები, მათ შორის, სამკაულები წაიღეს.
ანა დოლიძის თქმით, ზარალი დაახლოებით რამდენიმე ათას ლარს შეადგებს.
“ისეთი თარეშია ქვეყანაში კრიმინალის, რომ მარტო, ერთოთახიან ბინაში მცხოვრები პენსიონერი ქალის გაძარცვაც კი ღირს. ან ეს არის სპეციალურად განპირობებული აქტი, ეძებდნენ ან საბუთებს, ან ეგულებოდათ რაღაც დიდი ფული”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ქურდობის ფაქტი დაახლოებით საღამოს 8-9 საათისთვის მოხდა. პოლიციას სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოღებული აქვს.