ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხანძარი მესტიაში – შემთხვევის ადგილი ტრანსპორტისთვის მიუვალია

მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის სოფელ იდლიანის სიახლოვეს, მთის ფერდობზე ხანძარია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები როგორც მესტიიდან, ასევე ზუგდიდიდან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ტერიტორია, სადაც ხანძარია, ტრანსპორტისთვის მიუვალია და ადგილზე მეხანძრე-მაშველები ტექნიკის გარეშე იმუშავებენ.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....