ინდოეთის შტატ უტტარ პრადეშში მეხის დაცემის შედეგად 23 ადამიანი გარდაიცვალა, 29 კი დაშავდა – მომხდარის შესახებ ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს.
არსებული ცნობით, ალაჰაბადში სტიქიის მსხვერპლი რვა ადამიანი გახდა, ექვსი კი – ქალაქ მირზაპურსა და ბადოხში, კიდევ ორი კაუსამბში, ხოლო ერთი – ჯაუნპურში.
ინდოეთის ხელისუფლება დაღუპულების ახლობლების კომპენსაციის სახით ანაზღაურებას დაჰპირდა.