მთავარი ციტატა

“რას ელოდება მთავრობა?! ამაზე უკეთესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არც გვექნება მომავალში”

“ყოვლად ამოუხსნელია რატომ ჭიანურდება ჩვენთან სპორტული დარბაზების გახსნის პროცესი, მაშინ როდესაც ეპიდემიოლოგიურად „სანიმუშო“ მდგომარეობა გვაქვს და უკვე კვირებია მხოლოდ ერთეული შემთხვევები ვლინდება ყოველდღიურად. ყოვლად გაურკვეველია რას ელოდება მთავრობა?! ამაზე უკეთესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არც გვექნება მომავალში. ინფექციის ასეთი ერთეული შემთხვევები ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ვირუსული ინფექციების დროს მუდამ იქნება. წესების დაცვით და ჩვენნაირი ეპიდსიტუაციის ფონზე სპორტული დარბაზების გახსნა არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა”

სერგო ჩიხლაძე, მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი

ინფორმაციას “ახალი საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

დღეს, 5 ივლისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 951 გახდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 828-ს შეადგენს.

იტვირთბა....