საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია – ამის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს.
მისივე თქმით, ინფიცირებულთაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
დღეს, 5 ივლისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 951 გახდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 828-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.