მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“რომ მომკლათ, მკვლელის და ხელის დამფარებლის სახელს და გვარს მაინც დაგიდებთ” – გვარამია შაქარაშვილის საქმეზე

“საქმე პრაქტიკულად გახსნილია. დაელოდეთ ხვალინდელ პიეფს და მთავარ აქცენტებს… რომ მომკლათ, მაგ საქმეზე მკვლელის და ხელის დამფარებლის სახელს და გვარს მაინც დაგიდებთ…”

ნიკა გვარამია, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

ამ განცხადებით გვარამია სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....