aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბავშვთა ინფექცია ინპედიგო ამ სეზონზე აფეთქდება” – ექიმი-ნეონატოლოგის მიმართვა მშობლებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზაფხულის სეზონის მთავარი გამოწვევა მხოლოდ ე.წ. ნასიცხი ანუ წითელი დერმატოზი არ არის. მშობლებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ ორ სეზონურ ინფექციას – ნაწლავურსა და ინპედიგოს – ამის შესახებ, ჩაჩავას კლინიკის ექიმ-ნეონატოლოგმა, ფატი შალამბერიძემ “პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ზაფხულის სეზონს ნაწლავური ინფექციების აფეთქება ახლავს თან. გარდა ამისა, სიცხის ეფექტი კანზე წითელი გამონაყარის სახით აისახება.

„ჩვილის კანი სითხის მარაგის აორთქლებისკენ მიდრეკილია, ღრუბელივით ფოროვანია – შთანთქავს კიდეც და გასცემს კიდეც. მაღალი ტემპერატურის დროს, აორთქლება იზრდება, გაუწყლოება ხდება, ორგანიზმი დიდი რაოდენობის სითხეს კარგავს.

ეს ბავშვის ზოგად მდგომარეობაზე გავლენას ახდენს და იწვევს: საერთო სისუსტეს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევას, დიარეას.

ამიტომ, ზაფხულის სეზონს ნაწლავური ინფექციების აფეთქება ახლავს თან. გარდა ამისა, სიცხის ეფექტი კანზე წითელი გამონაყარის სახით აისახება.

ეს ბაქტერიებისთვის „კარგი” ნიადაგი ხდება. გამონაყარს თან ახლავს ქავილიც. ხელის შეხებაც ბაქტერიების გავრცელებას უწყობს ხელს, რაც ინფექციების გავრცელების წყაროა.

ბავშვის კანს, რა თქმა უნდა, მოვლა სჭირდება, მაგრამ ამ სეზონზე განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება, ხშირი ბანაობა, ბუნებრივი ქსოვილის თხელი სამოსი, მზისგან დაცვა, ღია ფერის თხელი ქუდი, აუცილებლად დასაცავი პირობებია.

მზეზე გაყვანისას აუცილებელია კანის დამცავი კრემების გამოყენება.

თუ ბავშვი მაინც დაისიცხა და კანი გაუღიზიანდა არის სპეციალური ლოსიონები, რომელიც უნდა გამოიყენონ.

გართულებულ შემთხვევაში, არის ასეთი ინფექცია ინპედიგო, რომელიც ამ სეზონზე იფეთქებს ხოლმე.

ამ დროს, აუცილებელია ანტიბიოტიკების მალამოებითა და ადგილობრივი დამუშავებით მკურნალობა.

თუმცა ეს სახლის პირობებში დაუშვებელია და აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

რაც შეეხება ნაწლავურ ინფექციებს, ორგანიზმიდან სითხის გაცემა ორგანიზმში წყალმარილოვან ნივთიერებათა ცვლას იწვევს, ირღვევა ბალანსი. ამას კუჭ-ნაწლავი დიარეით პასუხობს.

სასურველია სითხის უხვი რაოდენობით მიღება. სასურველია, უზრუნველყონ ბავშვების აგარაკებზე გაყვანა, სიცხისგან თავის არიდება.

გაითვალიწინეთ:

  • მოარიდეთ ბავშვები მზეს,
  • მოარიდეთ სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვას, აორთქლებას,
  • თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, კვების სიხშირე უნდა გაიზარდოს,
  • თუ შერეულ ან ადაპტირებულ კვებაზეა, წყალი დიდი რაოდენობით უნდა მისცეთ,
  • ბავშვები აგარაკზე გაიყვანოთ

მნიშვნელოვანი საკითხია, ბავშვების გაყვანა ქალაქგარეთ. პატარა ბავშვების მშობლებს ხშირად აქვთ კითხვა – შეიძლება თუ არა ბავშვის ზღვაზე წაყვანა პანდემიის პირობებში.

მთავარია, ხალხმრავლობას ბავშვი მოარიდონ, დაიცვან ყველა წესი და რეკომენდაცია, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გასცემენ.

ზღვაზე მაცხოვრებლები ხომ არიან და იქ ბავშვები იზრდებიან? მნიშვნელობა არ აქვს პატარა სად იქნება, თუ ნორმებსა და რეგულაციებს არ დავიცავთ, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.

ჩემი აზრით კი, სოფელი ბავშვის განვითარებისთვის შეუცვლელია. ქალაქის პირობებში კონტაქტური ზოოპარკები მოაწყვეს, რათა მოზარდებს კონტაქტის უნარები განუვითარონ.

ჩემი რჩევაა ბავშვები სოფლად ატაროთ!” – ამბობს ფატი შალამბერიძე.

იტვირთბა....