კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა ქალმა სახლში იმშობიარა, მოგვიანებით კი ჩვილი საპირფარეშოში ნახეს. არსებული ინფორმაციით, ქალმა მშობიარობის შემდეგ საავადმყოფოს ძლიერი სისხლდენის გამო მიმართა, ექიმმა კი პოლიციას შეატყობინა.
ადგილობრივთა თქმით, ახალგაზრდა გოგოს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ 9 თვის განმავლობაში ფეხმძიმედ იყო.
„არც ქმარმა იცოდა, არც დედამ. 8 თვის იყო ბავშვი და მუცელშივე მოკვდა, მიცვალებული დაბადა“, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
მეზობლების ინფორმაციით, 24 წლის ქალს სამი შვილი ჰყავს.
„წინა წელსაც არ ემჩნეოდა არაფერი და აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ იყო. ექიმმა გააგზავნა კასპში და აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ იყო. ასე იმშობიარა წინა წელსაც, რომ არაფერი არ ემჩნეოდა“, – აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.