ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა – პუტინის ძალაუფლება კიდევ უფრო იზრდება

რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები გამოქვეყნდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი შესწორებები 4 ივლისს ოფიციალურად შევიდა ძალაში.

ცვლილებებს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი.

ცვლილებების საშუალებას აძლევს პუტინს, რომ მომდევნო ორ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ისევ მიიღოს. ამას გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილების ახალი წესით გადანაწილებას, რაც პრეზიდენტის უფლებებს კიდევ უფრო გაზრდის.

რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე რეფერენდუმი პირველ ივლისს დასრულდა.

იტვირთბა....