ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის, იული ედელშტეინის განცხადებით, ქვეყანაში COVID-19-ის მეორე ტალღა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ, The Times of Israel-ი ავრცელებს.
მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაცია შესთავაზა. კერძოდ, საუბარია რელიგიურ დღესასწაულების და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა რიცხვის შეზღუდვაზე, საწარმოების დისტანციურ მუშაობასა და სწავლაზე.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაზე სასიამოვნო რეკომენდაციები არაა, თუმცა ამ ეტაპზე აუცილებელია ამ ნაბიჯების გადადგმა, რათა საყოველთაო კარანტინის გამოცხადება არ გახდეს საჭირო“, – განაცხადა მინისტრმა.
ისრაელში ჯამში კორონავირუსის 28 055 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 326 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 17 699 გამოჯანმრთელდა.