„რაც პანდემია დაიწყო, ორშაბათს ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იწყება, ერთიანი ეროვნული გამოცდები. ყველა ზომებია იქ მიღებული და მინიმუმამდე არის დაყვანილი ინფექციის გავრცელების რისკი. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე არავითარი საშიშროება იმის, რომ სწავლა არ დაიწყოს, არ არის. თუ ეპიდსიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს, შევინარჩუნებთ, არავითარი საფრთხე სწავლის არდაწყების არ არის.“
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში 4 მარტიდან შეჩერდა სასწავლო პროცესი, 14 მარტიდან დაიწყო სწავლების დისტანციურ რეჟიმში ამოქმედება, ხოლო 30 მარტიდან სასწავლო პროცესი სრულად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.