“კითხვებს ბადებს ამოჭრილი ვიდეო. შემთხვევით ხომ არ გააკეთა, შემთხვევით როგორ მოხდებოდა. იმიტომ, რომ რაღაცასას მალავენ, იმიტომ, რომ ვიღაცას მფარველობენ,იმიტომ, რომ რაღაცა უნდა მიიჩქმალოს. ჩვენ ვიცით, რომ მოვიდა საპატრულო ეკიპაჟი, მერე წავიდა.. ასე არ ხდება… გარდა ამისა, არის უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები.”
მურთაზ ზოდელავა – “ნაციონალუირ მოძრაობის” წევრი
ამის შესასახებ მურტაზ ზოდელავამ “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ “მთავარმა არხმა” გაავრცელა სათვალვალო ვიდეოდან ამოღებული ჩანაწერი, რომელიც მთავარმა პროკურატურამ ამოჭრა. კადრებში ჩანს, რომ მანქანაც მიემართება იქითკენ, საითაც გარბიან. მანქანა სათვალთვალო კამერის არეალში 6 წუთის შემდეგ ისევ ჩნდება, რის შემდეგაც უკან ბრუნდებიან.
ამ დრომდე კი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს წაეყენა ბრალი და 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.