ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

ვიდეო: შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურის ვიდეომასალიდან ამოჭრილი ექვსი წუთი – “მთავარი არხი” ინციდენტის ადგილიდან ახალ კადრებს ავრცელებს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე “მთავარმა არხმა” გაავრცელა სათვალვალო ვიდეოდან ამოღებული ჩანაწერი, რომელიც მთავარმა პროკურატურამ ამოჭრა. საუბარია მცხეთა-თბილისის გზაზე “ტოიოტა ქამრის” მისვლის მონაკვეთზე, რომლის 6 წუთიც პროკურატურამ საჯაროდ გავრცელებულ მასალიდან ამოიღო.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ “ტოიოტა კამრი” ბენზინგასამართ სადგურთან ჩერდება, საიდანაც 6 პირი გადმოდის, ეგრევე ამავე მანქანაში სხდებიან და უკან ტრიალდებიან.

“მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ კადრებში კი ჩანს, რომ  როგორც ჩერდება “ტოიოტა კამრი”  როგორ გადმოდიან იქიდან ადამიანები და გარბიან დაუდგენელი მიმართულებით. კადრებში ჩანს, რომ მანქანაც მიემართება იქითკენ, საითაც გარბიან. მანქანა სათვალთვალო კამერის არეალში 6 წუთის შემდეგ ისევ ჩნდება, რის შემდეგაც უკან ბრუნდებიან.

“ჩვენ ვხედავთ, ეს ადამიანები არიან ჩარბენილები დაბლა და რაღაცა საქმეზე არიან. იქ ხდება ის, რის გამოც ჩვენ აქ მეგობრებო შევიკრიბეთ. იქ მიმდინარეობს თავდასხმა გიორგი შაქარაშვილზე. მაღალი ალბათობით ეს არის ზუსტად ის ეპიზოდი,”-  ამბობს ნიკა გვარამია.

ამავე გადაცემაში გავიდა მეორე ეპიზოდის ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გარბის დიჯეი გზაზე, როგორ გადაუდგა ის ტრაფარეტიან მანქანას, აჩერებს, ჯდება და მიდის სავარაუდოდ თბილისის მიმართულებით.

 

იტვირთბა....