მთავარი ციტატა

“სააკაშვილი ასოცირდება რეკეტთან” – ოხანაშვილი

„საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი არ არის ვინმე სააკაშვილის მოგონილი. ეს აპრობირებული მეთოდია სხვადასხვა ქვეყანაში და მისი გამოყენება ხდება. ჩვენს ქვეყანაშიც თავისი დანიშნულება აქვს. ფაქტია, რომ სააკაშვილი საპროცესო შეთანხმებასთან კი არა, ასოცირდება რეკეტთან და ქონებების უკანონო ჩამორთმევასთან.”

ანრი ოხანაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

ამის შესახებ ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბევრ ქვეყანაში მუშაობს საპროცესო შეთანხმება იმ ადამიანებთან, ვინც სახელმწიფოს ფული მოჰპარა და მის დროს, ხელისუფლების პირობებში, საქართველოში 2,5 მილიარდი დოლარი ამოიღეს.

 

იტვირთბა....