საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 3 ივლისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გამყარდა..
1 აშშ დოლარი ხვალ 3.0463 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.0567 ლარი ღირდა.
ასევე, შედარებით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.4381 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4247 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 ივლისისთვის ამოქმედდება.