ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი 163 დანაშაულშია ბრალდებული

რუსეთში დააკავეს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი უგლავა, მეტსახელად “ტახი”, რომელსაც ბრალად ედება უძრავი ქონების ძალით მიტაცება. ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, უგლავამ სააქციო საზოგადოება “ზაბაიკალ-ასპექტის” დამფუძნებლისგან და მისი ცოლისგან ძალით გადაიფორმა 23 მილიონ რუბლად შეფასებული უძრავი ქონება.

“პრაიმკრაიმის” ინფორმაცით, თავდაპირველად უგლავამ 17 მილიონი რუბლი მოთხოვა ცოლ-ქმარს, ხოლო მოგვიანებით მის მფლობელობაში აღმოჩნდა 23 მილიონი რუბლის უძრავი ქონება.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია რამდენიმე ბინა, აგარაკი და მიწის ნაკვეთი, რომელიც უგლავას მდიდარი ცოლ-ქმრისგან, მესამე პირზე ჰქონდა გადაფორმებული.

როგორც ადგილობრივი სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, ტახი და მისი 10 თანამოაზრე 163 დანაშაულში არიან ბრალდებულები, რომელთა შორის არის: გამოძალვის, ქურდობის, ჯგუფური თავდასხმების შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ არც ერთ საქმეში უშუალოდ ტახი არ ფიგურირებს. ის, როგორც სასამართლოზე აღინიშნა, ყველა ამ შემთხვევის ორგანიზატორი და კურატორი იყო.

იტვირთბა....