პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალი სამინისტროების კოორდინირებული მუშაობით, გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარების წესები.
რეკომენდაციები გათვალისწინებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესაბამისად.
გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.
მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი დისტანციის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ, პირბადის გარეშე მიეცეთ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა.
კონდიციონერების ჩართვა ნებადართულია ჩამოთვლილი წესების დაცვით:
- ფიზიკური დისტანცია;
- დაცული უნდა იყოს ხელების ჰიგიენა;
- რესპირატორული ეტიკეტი;
- ნიღბების სავალდებულოდ ტარების წესი;
- კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე
- აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია;
- დაუშვებელია ერთი და იგივე ჰაერის რე-ცირკულაცია;
საგამოცდო ცენტრში უნდა ეკეთოთ (გარდა 37.0 C- ზე მეტი ტემპერატურისა და რესპირატორული რომელიმე სხვა სიმპტომის მქონე გამოსაცდელისა) ნიღაბი :
- სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე;
- საგამოცდო სექტორის დატოვების დროს;
- სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს;
- კონდიციონერის მუშაობისას.
ხოლო იმ პირს, ვისაც ტემპერატურა 37.0 С-ზე მეტი აღენიშნება იგი ვალდებულია საგამოცდო ცენტრში მუდმივად ატაროს ნიღაბი.