„ჩვენი საზოგადოების თავგანწირვით, ოპოზიციურ პარტიათა არნახული ერთიანობით, საერთაშორისო უნიკალური მხარდაჭერით, პრაქტიკულად ვაიძულეთ ხელისუფლება შეეტანა ცვლილებების ძირითად კანონში, გადასულიყო პარტიულ სისტემაზე და ეს ყველაფერი რევოლუციის ტოლფასია, რასაც კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს. მაგრამ, რაც არ უნდა ჯანმრთელი იყოს გული, თუ კიდურზე დაიწყო განგრენა, ის დროზე უნდა იქნას მოკვეთილი, სანამ მთელ ორგანიზმს დაანგრევს. თუ ჩვენს ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობა არ გამოცხადდა სავალდებულოდ, ვერანაირი რევოლუციური ცვლილება ვერ გვიშველის.”
შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი
ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.