ჟურნალისტმა და უფლებადამცველმა ლაშა მესხმა “საზოგადოებრივ მაუწყებელს” სამართლებრივი დავა საბოლოოდ მოუგო. ამის შესახებ მესხი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც ლაშა მესხი წერს, “საზოგადოებრივ მაუწყებელს” მოუწია იმის აღიარება, რომ ის სამსახურიდან პროტესტის გამოგამოუშვეს.
“მე გავიმარჯვე ერთხელ კი ვთქვი, ისეთ ბრძოლაში არასდროს შევდივარ, საიდანაც გამარჯვებული არ გამოვალთქო! ლაშა მესხი vs საზოგადოებრივი მაუწყებელი – ბრძოლა ნოკაუტით დასრულდა.
ჩემს ყოფილ სამსახურს, საბოლოოდ მოუწია იმის აღიარება, რომ სამსახურიდან ჩემი პროტესტის გამო გამომიშვეს. 4 წლიან ბრძოლას უშედეგოდ არ ჩაუვლია!
დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ბრძოლაში გვერდით მედგა და ჩემი სჯეროდა! განსაკუთრებული მადლობა პროფკავშირს და რაისა ლიპარტელიანს.
ადრე თუ გვიან სამართალი პურს შეჭამს! ასე რომ არასდროს დანებდეთ და არასდროს დაიხიოთ უკან! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ძალა ხალხშია!”- წერს ლასა მესი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მოამბის კორესპოდენტი ლაშა მესხი სამსახურიდან 2017 წელს გათავისუფლეს. სასამართლო დავა ყველა ინსტანციაში მესხის გამარჯვებით დასრულდა და მაუწყებელს მის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.