“ჩინელებმა ბოლო ერთი ან ორი კვირის განმავლობაში ვირუსი გამოავლინეს. ის ჯერ კიდევ არ არის ადამიანებისთვის ინფექციური, თუმცა გენეტიკური გადარჩევის შესაძლებლობა აქვს. როდესაც ისინი ერთმანეთში აირევიან, მათ შემადგენლობაში რამდენიმე ელემენტი შედის, რამაც შესაძლოა ადამიანებზე მათი გადაცემა შესაძლებელი გახადოს. ყოველთვის არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ღორის გრიპის კიდევ ერთი აფეთქება შეიძლება მოხდეს, როგორც ეს 2009 წელს მოხდა.”
ენტონი ფაუჩი – აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი
ამის შესახებ ფაუჩიმ სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა.
მისი თქმით, მეცნიერების მიერ გამოვლენილი ღორის გრიპი ყურადღების მიქცევას საჭიროებს.
ეგახსენებთ, რომ ჩინეთში მეცნიერებმა გრიპის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვს. აღნიშნული შტამი ცოტა ხნის წინ გაჩნდა და მისი მატარებელი ღორები არიან, თუმცა დაავადება ადამიანსაც გადაეცემა.