ახალი ამბები მთავარი ციტატა

“კარანტინის მექანიზმი კიდევ დიდხანს დარჩება, თვითიზოლაცია მხოლოდ გარკვეული ჯგუფებისთვის განიხილება” – გაბუნია

“კარანტინის მექანიზმი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. უნივერსალურად საზღვრის გახსნა ვერ მოხერხდება ვერც 15 ივლისს და ვერც 15 აგვისტოს. ამიტომ დღეს ძალიან რთულია ამაზე საუბარი. უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მთავარი არის, რომ ჩვენ შევაფასოთ ეპიდემიური რისკი.”

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

მისივე თქმით, “კარანტინის მექანიზმი მოქმედებს. ყველა მოგზაური, რომელიც ჩამოდის ქვეყანაში, იქნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, თუ სხვა ქვეყნის, ექვემდებარება ორკვირიან კარანტინს, თვითიზოლაცია განიხილება მხოლოდ გარკვეული ჯგუფებისთვის. ეს ეხება  დიპლომატიური კორპუსის გარკვეულ წარმომადგენელს, ან როდესაც ადამიანს აქვს ისეთი კლინიკური მდგომარეობა, რომ ვერ დარჩება კარანტინში, მას სჭირდება განსაკუთრებული მოვლის პირობები.”

იტვირთბა....