“ამჟამად ქვეყანაში პანდემია სრულ კონტროლს არ ექვემდებარება. უამრავ პრობლემას მივიღებთ, თუ ხალხი სოციალური დისტანცირების წესს არ დაიცავს და პირბადეებს არ ატარებს.”
ენტონი ფაუჩი – აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი
როგორც ენტონი ფაუჩი აცხადებს, კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 100 000-მდე შეიძლება გაიზარდოს.
ფაუჩი ამერიკელებს მოუწოდებს შეწყვიტონ ბარებში სიარული და შეკრება, რადგან, მისი თქმით, “ხალხს უნდა შეეძლოს გარეთ გასვლა და დროის ტარება უსაფრთხო გაიდლაინების ფარგლებში, რომელიც ჩვენ შემუშავებული გვაქვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვა ჩვენზე უნდა მუშაობდეს და არა ჩვენ წინააღმდეგ.”