“როდესაც მეგობარს არბიტრად იწვევ დავაში, მზად უნდა იყო იმისათვის, რომ შენს მეგობარს და უკვე არბიტრს საკუთარი აზრი ექნება ყველა საკითხზე და მოთმენითა და ტაქტით უნდა მოისმინო მისი აზრი. თუ რამეს არ ეთანხმები, მე ჩემს მეგობართ ჰუმბერტთან ძალიან ხშირად მიკამათია ბევრ საკითხზე, მათ შორის, მაგალითად 2008 წლის რუსეთის დამანგრეველი სამხედრო აგრესიის გენეზისზე, დასაწყისზე, მიმდინარეობაზე, ა.შ.”
გრიგოლ ვაშაძე – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი
მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს, როდესაც ადამიანი საკუთარ აზრს გამოთქვამს, კამათი დასაშვები არის, მაგრამ არის ტაქტის, პროტოკოლის ზღვარი, რომელიც ყოველთვის უნდა დავიცვათ. “ჰუბერტ კნირში ამ ქვეყნის პატრიოტი არის და ჩვენი მეგობარი.” – აღნიშნა ვაშაძემ