მთავარი ციტატა

“ივანიშვილს სურს ჰქონდეს გათეთრებული ფული, რომელსაც დაარიგებს როგორც უნდა” – რატიანი

“ივანიშვილი არის გამყიდველი და მისი კომპანია არის მყიდველი. ფაქტია, რომ მას სურს, ჰქონდეს  გათეთრებული ფული, რომელსაც დაარიგებს როგორც უნდა. როგორც ჩანს, არჩევნების წინ აკეთებს ამ კომბინაციას. ცალსახაა, რომ ივანიშვილმა გააკეთა თანხების მობილიზება საარჩევნოდ.”

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის პანამური ოფშორის ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელის შვილობილმა კომპანიამ, შპს ინვესტ კაპიტალმა 2020 წლის 16 ივნისს ძველი იპოდრომის ტერიტორია ასევე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაზე – “ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ქართუზე” გაყიდა. “ევროპული საქართველოს” დეპუტატის, ირაკლი აბესაძის მიერ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ნაკვეთების ტრანზაქციის ღირებულება 60 მილიონ ლარამდე იყო. ოპოზიციის შეფასებით, სავარაუდოდ საქმე გვაქვს ფულის გათეთრების სქემასთან.

იტვირთბა....