ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძალიან დიდი ალბათობით კენჭს ქუთაისში ვიყრი” – გრიგოლ ვაშაძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იგი, დიდი ალბათობით, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ ვაშაძემ ტვ პირველის “დღის ამბებში” ისაუბრა, თუმცა დასძინა, რომ  პარტიას ფორმალურად გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

“ნიკა მელიას ბრიფინგის დროს როცა ჩვენ პარტნიორებს თბილისში მივეცით საშუალება თავად მოელაპარაკათ იმ 6 ოლქზე, იქვე იმ ბრიფინგზე განცხადებული იყო რომ დანარჩენ ოლქებში ყველგან დავაყენებთ კანდიდატებს, შესაბამისად, არავითარი სხვა კანდიდატი ჩვენთან შეთანხმებული არ არის. რაც შეეხება თქვენს მონა-მორჩილს, ფორმალური გადაწყვეტილება პარტიას მიღებული არ აქვს, ამიტომ ლაპარაკი არც ვიცი ნაადრევია თუ არა, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით ქუთაისში ვიქნები,” – ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძე 2017 წელს კენჭს იყრიდა ქუთაისის მერის თანამდებობაზე, გავიდა მეორე ტურშიც, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლისტაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიამ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ენმ-მ მეორე ტურის ბოიკოტის მიზეზად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსამართლო ჩატარება დაასახელა.

იტვირთბა....