ბოლნისის სოფელ მუშევანში შემოღებული მკაცრი საკანატინო შეზღუდვები ორშაბათიდან, 6 ივლისიდან მოიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
სხდომაზე ეს გადაწყვეტილება ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე იქნება მიღებული.
სოფელი მუშევანი კორონავირუსის გავრცელების გამო მიმდინარე წლის 25 აპრილს ჩაიკეტა.
ცნობისათვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 928 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 794-ს შეადგენს. მათ შორის 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2809 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 229.