ოფიციალური ტოკიოს ინფორმაციით, იაპონიამ საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შეშვება დროებით აკრძალა. ინფორმაცია ამის შესახებ გუშინ, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. საქმე ეხება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების შეჩერებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მიიღეს და რომელიც რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის იაპონიაში სტუმრობას შეზღუდვების შემსუბუქებამდე კრძალავს.
საქართველოსთან ერთად გუშინ აღნიშნულ ქვეყნებს კიდევ 17 სახელმწიფო შეემატა, ესენია: ალჟირი, კამერუნი, ცენტრალური აფრიკა, კოსტა რიკა, კუბა, გრენადა, გვატემალა, ჰაიტი, ირანი, იამაიკა, მავრიტანია, ნიკარაგუა, სენეგალი, სენტ ვინსენტი და გრენადინები, ესვატინი, გაიანა და ლიბანი. დღესდღეობით, იაპონიაში სტუმრობის შეზღუდვა მსოფლიოს სულ 129 ქვეყანას ეხება.