“გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. სპაიკ-ცილა, ანუ ის გამოშვერილები, რომელიც კორონას აქვს და რითაც ეკვრის უჯრედს და შემდეგ მასში აღწევს, მოხდა ამის მუტაცია. გაუადვილდა უჯრედში შეღწევა, მარტივად რომ გითხრათ. ეს ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო მეტად გადამდები იყოს, ვიდრე ის, რაც პირველად ჩინეთიდან წამოვიდა.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიგინგზე განაცხადა.