ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“საქსტატის” წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით,  წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა, იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდა კი უარყოფითია და -5,4%-ს შეადგენს. ამის შესახებ თოდრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„წინასწარი შეფასებით, მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 13.5%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 5 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.4%-ია“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

“საქსტატის” წინასწარი შეფასებით, მაისში ექსპორტი შემცირებულია 16.1%-ით, ექსპორტთან ერთად კი  -17.1% შემცირდა იმპორტიც.

იტვირთბა....