aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ელისო კილაძე რამდენჯერმე იყო ნამყოფი უკრაინის მთავარ აეროპორტში – ბორისპოლში, სადაც მას მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვა ხვდებოდა…” – უკრაინელი ჟურნალისტები ძალოვან უწყებებში სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადებას შეიტანენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინელი ჟურნალისტები კერძოდ, ვალერი ტოვმაჩი და ოლეგ დეინეკა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მკვლელობის მცდელობის სამზადისის შესახებ ინფორმაციის დამალვაში და უცხოურ აგენტურასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

ჟურნალისტების განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისინი 30 ივნისს უკრაინის გენერალური პროკურორის, შს მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის სახელზე განცხადებას შეიტანენ.

„ჩვენი გადაწყვეტილება ეს განცხადება უკრაინის სამართალდამცველ ორგანოებში მის შეტანამდე გამოქვეყნების თაობაზე ჩვენს მიმართ ნებისმიერი უკანონო ქმედების განხორციელების გაფრთხილების მიზნით გაკეთდა, კერძოდ, ქართველი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის შემკვეთების, ორგანიზატორებისა და შემსრულებლების მხრიდან. გიორგი გაბუნიას, როგორც საქართველოს მომავალი პოლიტიკური მოღვაწის გაპიარებაში ჩვენ ძალაუნებურად ჩაგვრთეს. ეს ძალები მიზნად ისახავენ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას, ასევე პროვოკაციებსა და არეულობას“, – განაცხადა ოლეგ დაინეკამ.

როგორც უკრაინელი ჟურნალისტები აცხადებენ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილს და ზურაბ ადეიშვილს, ამ ამბის გამოყენებას კი პოლიტიკური მიზნებისთვის აპირებდნენ.

მათივე ცნობით, ელისო კილაძე არა ერთხელ იყო უკრაინაში, სადაც მიხეილ სააკაშვილს ხვდებოდა და რეგულარულ ფინანსური ანაზღაურებას იღებდა.

„ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან გავიგეთ, რომ ელისო კილაძე რამდენჯერმე იყო ნამყოფი უკრაინის მთავარ აეროპორტში – ბორისპოლში, სადაც მას მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვა ხვდებოდა.

ჩვენმა ერთ-ერთმა წყარომ დაგვიდასტურა ელისო კილაძისა და სააკაშვილის ფინანსური თანამშრომლობის ფაქტი, კერძოდ მისი რეგულარული ავიარეისების გადახდის სახით და ასევე ჯილდოს სახით, რომელსაც იგი თითქოს დამოუკიდებელ ჟურნალისტს უხდიდა“, – აცხადებს ოლეგ დეინეკა.

იტვირთბა....