თბილისში ზრდასრულ მოსახლეობაში COVID-19-ის სეროპრევალენტობის განმსაზღვრელი კვლევის წინასწარ შედეგებზე, ინფექციური საავადმყოფო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კვლევა ა.წ. 18-27 მაისსინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის მიერ თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში ჩატარდა.
„კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 1068 პირმა თბილისის ათივე რაიონიდან. მათგან ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგოანტისხეული დაუდასტურდა10 პირს. სეროპრევალენტობის შეუწონავმა მაჩვენებელმა შეადგინა 0.94%. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის რაიონული, სქესობრივი და ასაკობრივი განაწილების მიხედვით მონაცემების შეწონვის შემდეგ სეროპრევალენტობამ შეადგინა 1.18%”.
შედეგების ინტეპრეტაციისას ასევე გათვალისწინებულია, რომ კვლევაში გამოყენებულ იქნა რესპონდენტზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდი (respondent driven sampling), რომელიც დამყარებულია „თოვლის გუნდის“ (snowball) პრინციპზე, როდესაც თითოეულ მონაწილეს საშუალება ეძლევა კვლევაში ჩართოს თავისი სოციალური წრის 3 წარმომადგენელი”, – ნათქვამია გავრცლებულ განცხადებაში.
ცენტრი ასევე ავრცელებს ზოგიერთ სხვა ქვეყანასა და ქალაქში ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგებს:
- ლოს ანჯელესის საგრაფო (აშშ) – გამოკვლეულია 863 პირი, პრევალენტობა – 4,65%;
- ნიუ-იორკის შტატი (აშშ) – გამოკვლეულია 1500 პირი, პრევალენტობა – 13,9%;
- ქ. ნიუ-იორკი (აშშ) – გამოკვლეულია 1500 პირი, პრევალენტობა – 21,2%;
- ქ. სტოკჰოლმი (შვედეთი) – გამოკვლეულია 1000 პირი, პრევალენტობა – 10%;
- ქ. ჟენევა (შვეიცარია) – პრევალენტობა – 10,8%.