,,გერმანიის ელჩს მოუვიდა შეცდომები და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს , მისი მუშაობა ასე თუ ისე შეაფასოს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო სამწუხარო შეცდომა და თუ გადაამოწმებს ელჩი თუნდაც საკუთარი სახელმწიფოს პოზიციას ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ნახავს, რომ შეთანხმება არ არ შესრულებული, ვინდაიან მოწოდება, რომ შესრულდეს შეთანხმების ორივე ნაწილი, სწორედ ამას ნიშნავს.”
რომან გოცირიძე – ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი
ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა მოხსენიებული არაა და ამის წაკითხვა ყველას შეუძლია : “8 მარტის შეთანხმებები მაშინვე გახდა საჯარო. ისინი ორ ტექსტშია ასახული, რომელიც ინტერნეტში დევს და რომლის შესახებაც ყველამ იცის. სავსებით ცხადია, რომ იქ ბატონი რურუა და სხვა ადამიანები დასახელებულნი არ არიან. ეს სრულიად ცხადია. ახლა მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებების მიღება,” – განაცხადა ელჩმა.
აღნიშნულ განცხადებებს მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა რურუაზე გერმანიის ელჩის განცხადებას “გარკვეულწილად დიპლომატიურ შეცდომა უწოდა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კი განაცხადა, რომ თანაუგრძნობს ელჩს იმ შარის გამო, რომელშიც გაეხვა და მას “თარგმანში დაკარგულიც” უწოდა.